ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში კულტურული, მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი შოუ პროგრამებით აღინიშნა

1 ივნისის ღონისძიებები ზესტაფონის ბავშვთა ვოკალურ - ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გახსნეს. საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს
მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებმა.
საბავშვო ღონისძიებების ფარგლებში, ღია ცის ქვეშ თოჯინების თეატრის სპექტაკლი გაიმართა. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. გასართობი შოუ პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი, მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
ღონისძიებების მიმდინარეობისას ფოტოკონკურსში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებული ფოტოების ავტორები ზესტაფონის მერმა - ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ირმა გიორგაძემ სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოეს.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაგრძელდა. თეატრალებმა პატარები საბავშვო სპექტაკლის "იავნანამ რა ჰქმნა" სანახავად მიიწვიეს.