ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
2025-10-01
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონი შეუერთდა
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქში დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის მერმა ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური ქუჩა და 3 სკვერი დასუფთავდა.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და მისი გაუმჯობესების პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.