ზესტაფონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე- 2 სვირის აკაკი..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებუ..
ზესტაფონის მერიის საკონფერენციო დარბაზში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ლომთაძემ, ცენტრის სერჟანტმა მასტერ-სერჟანტ გიორგი მელიქიძემ და ზესტაფონის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა მაიორმა მამუკა კაციტაძემ ისაუბრეს.
კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური ელექტრონული შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებია: საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი; საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი; უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის - 1275 ლარი, ოფიცრებისთვის - 1530 ლარი. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასულ პირებს 30%-ით მეტი ოდენობის ანაზღაურება დაენიშნებათ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.