ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
ზესტაფონის ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონი მოსწავლეთა შემოქმედებით საღამოებს მასპინძლობს
წლის შემაჯამებელი ღონისძიება საზოგადოებას მე- 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარუდგინეს.
სკოლის მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მიღწევებთან ერთად, მეშვიდე სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ცხრაწყაროს თეატრონზე ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრების სინთეზი წარმოადგინეს.
ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"ცხრაწყაროს თეატრონი მიმდინარე წელს უკვე მეორედ მასპინძლობს მასშტაბურ სასკოლო ღონისძიებას, რომელიც ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა სკოლებს შორის. ბედნიერი ვარ, რომ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყანას ასეთი მომავალი თაობა ჰყავს. მადლობა მინდა
გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას. განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, რომლებმაც ნიჭიერების, არტისტულობის, ვოკალური თუ ქორეოგრაფიული შესაძლებლობების ძალიან მაღალი დონე აჩვენეს"- განაცხადა ვასილ გველესიანმა.
ცხრაწყაროს ამფითეატრში მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამოები გრძელდება.