ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
2025-10-01
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას -"ერთად ვქმნით ინკლუზიურ გარემოს" - დაესწრნენ.
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონის“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებმა "ორიონელთა" მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს.
სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით ნიორაძემ მიმართა და "ორიონის" მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ.