ზესტაფონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლე..
2025-06-26
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე- 2 სვირის აკაკი..
2025-06-25
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებუ..
2025-06-25
თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, 10 პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები იღებენ, მათ შორის ზესტაფონის ორი საჯარო სკოლის, სოფელ კვალითის და მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის თეატრალური დასები.
ფესტივალის ფარგლებში, მეორე სვირის N 1 საჯარო სკოლამ დავით კლდიაშვილის - "სამანიშვილის დედინაცვალი" წარმოადგინა, ხოლო სოფელ კვალითის საჯარო სკოლამ, მიხეილ ჯავახიშვილის "მუსუსი". სპექტაკლების რეჟისურა ზურა აბესაძეს ეკუთვნის.
თეატრალურ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე- თამარ მახარაშვილი, ზესტაფონის მერი - ვასილ გველესიანი, მოადგილე- მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგემლები ესწრებოდნენ.
" ზესტაფონი სასკოლო თეატრალური ფესტივალის მასპინძელია. მოხარული ვარ, რომ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი სკოლები. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს, რომლებიც აძლევენ შანსს ახალგაზრდებს საკუთარი თავი და შესაძლებლობები წარმოაჩინონ" - განაცხადა ვასილ გველესიანმა
15 ივნისს თეატრალური ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან, როგორც გამარჯვებული სასკოლო დასები, ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.