ზესტაფონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლე..
2025-06-26
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე- 2 სვირის აკაკი..
2025-06-25
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებუ..
2025-06-25
ზესტაფონის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან, ბექა ბოგვერაძემ და ნიკოლოზ ყიფშიძემ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
ბექა ბოგვერაძემ 110 კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში მე - 2 ადგილი, ხოლო ნიკოლოზ ყიფშიძემ 90 კგ წონით კატეგორიაში მე - 3 ადგილი მოიპოვეს.
მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს, სპორტის ყველა სახეობაში მოასპარეზეებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ვასილ გველესიანის განცხადებით, ბექა ბოგვერაძე და ნიკოლოზ ყიფშიძე მუნიციპალიტეტის სახელით ფულად ჯილდოს მიიღებენ.