ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით- "ყვარყვარე თუთაბერი".



სპეკტაკლის ადაპტირებული ტექსტის ავტორი ვალერი ოთხოზორია გახლავთ. ნაწარმოები შთაგონებულია პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით, რომლის დამდგმელი რეჟისორი ვატო ჯუღელია.

სპექტაკლის ჩვენებას ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ზესტაფონის მერი- ვასილ გველესიანი ესწრებოდა.

" ჩვენი თეატრისთვის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, ყველა ფესტივალში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საპასუხისმგებლოა იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ფესტივალზე ზესტაფონის თეატრმა საინტერესო სპექტაკლი აჩვენა, რაც მაყურებელმაც ძალიან კარგად მიიღო. ვულოცავ თეატრალურ დასს, რომელიც წარმატებულად წარდგა, როგორც ქუთაისელი მაყურებლის, ასევე ფესტივალის წინაშე". განაცხადა ვასილ გველესიანმა

ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონია 2 ივლისს გაიმართება.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.