ზესტაფონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე- 2 სვირის აკაკი..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებუ..
ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა.
ღია ტურნირში 30 - ზე მეტი პროფესიონალი და მოყვარული მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული ელგუჯა გველესიანი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი საბა ალალიძემ და გიორგი წიწილაშვილმა დაიკავეს. საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული კი ქალთა შორის, მარიამ ხუსკივაძემ მოიპოვა.
ტურნირზე ასევე გამოვლინდნენ 10 - დან - 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე მოჭადრაკეები: იოანე დალაქიშვილი და მათე მანაგაძე.
ტურნირს ზესტაფონის მერი - ვასილ გველესიანი და მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ვასილ გველესიანმა აღნიშნა, ზესტაფონს გამორჩეული საჭადრაკო ისტორია აქვს და მისასალმებელია, რომ წლების შემდეგ ისევ ჩატარდა ზესტაფონის პირველობა ჭადრაკში, რომელიც ტრადიციად დამკვიდრდება.
საპრიზო ადგილების მფლობელები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.