ზესტაფონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე- 2 სვირის აკაკი..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებუ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო
მასალების
(პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მეორე ნაწილის და „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“-ს 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად:
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და
გამოსაფენად გამოიყოს შემდეგი ადგილები:
ა) ქალაქის ტერიტორიაზე მდინარე ყვირილის ნაპირსამაგრი ჯებირის კედელი,
რკინიგზის ზოლის მიმდებარე ბეტონის კედელი, (ამ განკარგულების მე-5 მუხლით
განსაზღვრული სტენდები) და მგზავრთა მოსაცდელები;
ბ) მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე არსებული მგზავრთა
მოსაცდელები.
გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული
ქონება, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან
შეხვედრების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, გამოყოფილი იქნას ქ.
ზესტაფონში, არჩილ და იუზა ცქიტიშვილების ქ. N12-ში არსებული ააიპ
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებითი ცენტრის”
ადმინისტრაციის შენობის დარბაზი (270 ადგილი).
3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს საარჩევნო
პლაკატების გაკვრა: საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის
შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო
შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში,
დასასვენებელ პარკებსა და ბაღებში და საგზაო ნიშნებზე.
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს საარჩევნო
აპლიკაციების, დროშებისა და სხვა მასალების გამოკიდება: ქალაქის
ტერიტორიაზე საავტომობილო გზის გასწვრის განთავსებულ გარე განათებისა და
სხვა საკომუნიკაციო ბოძებზე.
5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციიო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე (ზომით 2,45 X 1,22 მ) თითოეულ საარჩევნო
სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით
არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
6. დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, უმოკლეს ვადაში
უზრუნველყოს სააგიტაციო მასალების განსათავსებელი სტენდების დამზადება,
განთავსება და მათი განთავსების კონკრეტული მისამართების საჯაროდ
გამოქვეყნება.
7. დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, უზრუნველყოს აღნიშნული
განკარგულების ადგილობრივი პრესითა და ტელევიზიით გამოქვეყნება.
8. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. 7)
განკარგულების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში.
იხილეთ თანდართული განკარგულება განკარგულების ნახვა