ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
აშშ-სა და კანადის მთავრობის ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის (GFOA) 119 - ე ყოველწლიური ფინანსური კონფერენცია
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-სა და კანადის მთავრობის ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის (GFOA) 119 - ე ყოველწლიურ ფინანსურ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას,რომელიც აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში იმართება.
ყრილობის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის მერები ეცნობიან აშშ-სა და კანადის თვითმმართველობებში საბიუჯეტო სახსრების მართვის ეფექტურობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა აუდიტორული კონტროლის მექანიზმების დანერგვის მოწინავე გამოცდილებებსა და ამ კუთხით გატარებულ სხვადასხვა რეფორმებს.
მართავენ შეხვედრებს სხვადასხვა ქალაქებისა და თვითმმართველობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის კონფერენციის მიზანია, ასოციაციის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში განხორციელება.