ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, ჩემპიონატი გაიხსნა მინი ფეხბურთში- "ჯანსაღი ცხოვრება ნარკომანიის წინააღმდეგ"
ტურნირში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13 გუნდი იღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი იმართება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე.
I ეტაპი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ჩემპიონების გამოვლენას.ll ეტაპზე გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე იასპარეზებენ. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.