ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
საქართველოს მინი ფეხბურთის ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის გუნდებს შორის პირველობის სტატუსი ქალაქის გუნდმა - "მეომრებმა" მოიპოვეს.
სპორტული ღონისძიება, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ტურნირის ლიდერი გუნდი ფულადი პრიზით, თასითა და მედლებით, ზესტაფონის მერის მოადგილემ - მალხაზ შერგელაშვილმა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.
ჩემპიონატის პირობების მიხედვით II ეტაპზე გასული გუნდი რეგიონულ პირველობაზე იასპარეზებს. lll ეტაპზე გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.