ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი განათლების სერვისებს ბაღის აღსაზრდელები სახლთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობაში მიიღებენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღს აშენებს. ახალი საბავშვო ბაღები, ცხენთაროსთან ერთად, ალავერდში, ფუთსა და ძირულაში შენდება.