ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩასთან დამაკავშირებელი ახლად რეაბილიტირებული საავტომობილო გზა დაათვალიერა

.

სადგურ სვირი-ობჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - როდინაული, მეორე სვირი და სვეტიმაღალი სარგებლობს. გზის ეს მონაკვეთი ზესტაფონს მეზობელ მუნიციპალიტეტთანაც აკავშირებს. პროექტის ღირებულება 642 721 ლარია.