ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში რეგიონული განვითარების ფონდის მიერ საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში რეგიონული განვითარების 
საზაფხულო ბანაკში 58 მოსწავლე იყო ჩართული. ბანაკის პროგრამა მიზნად ისახავდა ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. კვალითის ახალგაზრდულ ბანაკში აირჩიეს გუნდის ლიდერები, რომლებიც აგვისტოში ახალციხეში გაემგზავრებიან და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას.

სოფელ კვალითის საჯარო სკოლას, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ინიცირებული საზაფხულო ბანაკის მასპინძლობისთვის, ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით სამადლობელი სიგელი გადაეცა.