ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მიხეილ სარჯველაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ- ლევან ზალკალიანთან და ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელთან- ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად გაეცნო.
ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა განახლებული ინფრასტრუქტურა სოფლის ექიმის პროგრამის მნიშვნელოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამა, მოსახლეობას ოჯახის ექიმის მომსახურებას საკუთარ სოფელში, სახლთან ახლოს სთავაზობს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით.
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, მშენებლობები, წლის ბოლოსთვის, ეტაპობრივად დასრულდება. პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
მინისტრთან ერთად, სოფლის ამბულატორიების მშენებლობის პროცესს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ასევე საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.