ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლის სრულად რეაბილიტირებული შენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატთან და ად

ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლის სრულად რეაბილიტირებული შენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა
მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები.
სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მეორე საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან 1200 მოსწავლეს უკვე სრულიად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში მიიღებს.სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 162 850 ლარი შეადგინა.