ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს სტუმრობდა.
მინისტრმა საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა.გივი მიქანაძე კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „კონსტრუქტ 2“ საუკეთესო მაგალითია საჯარო-კერძო სექტორის პარტნიორობის, რომელიც ახალგაზრდებს, კოლეჯში სწავლის დასრულებისთანავე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
კოლეჯი „კონსტრუქტ2“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შპს „ბქ ქონსთრაქშენის“ ერთობლივად დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.