ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს სასკოლო ნივთები გადაეცათ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და "წითელი ჯვრის" ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს სასკოლო ნივთები გადაეცათ.

სასაჩუქრე ნაკრები ადრესატებს მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა და "წითელი ჯვრის" ზესტაფონის ოფისის წარმომადგენლებმა გადასცეს და მოსწავლეებს და მათ მშობლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.