ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
2025-10-01
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
ახალი სასწავლო წლის დაწყება ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესის განახლების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ახალი სასწავლო წლის დაწყება ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს. სასწავლო წლის დაწყებას განახლებული სასწავლო და სპორტული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში 700-მდე პირველკლასელი შევიდა.