ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს სპორტინგის ფედერაციის ორგანიზებით, 2025 წლის 13 - 14 სექტემბერს ზესტაფონში საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი გაიმართა კომპაკ სპორტინგში.



ტურნირი ჩატარდა ოთხ : აბსოლუტურ, B, C და D (ადგილობრივი მოყვარულები) კატეგორიებში. (საქართველოს ფედერაციის მსროლელთა რეიტინგის მიხედვით). თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით, მუნიციპალიტეტის მერმა- ვასილ გველესიანმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა- ზვიად შალამბერიძემ დააჯილდოეს.

გუნდურ ჩათვლაში - წელს პირველად დელეგატის თასი გათამაშდა ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს შორის.


ტურნირის მიზანია
სპორტის ამ სახეობის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მოსახლეობის
ფართო ფენებში, მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვენება და მათში ტალანტების მოძიება, საქართველოს თასის ფინალისტების გამოვლენა.