ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
2025-10-01
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო
"ორიონმა" შემოქმედებითი საღამო, სწავლის განახლების პროცესს მიუძღვნა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ორიონი ერთ - ერთი პირველი ორგანიზაცია გახლდათ რეგიონში, რომელმაც დაარღვია ყოველგვარი სტიგმა და საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს" - განაცხადა ვასილ გველესიანმა.
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი 20 წლის წინ დაარსდა ზესტაფონში. ორგანიზაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე 50 აღსაზრდელს აერთიანებს.