ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
2025-10-01
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, ფესტივალი "სულიკო 2025"-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი ჯილდო, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალში იმერეთის რეგიონის მუსიკალური გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, "სულიკო 2025" - ის გრანპრის მფლობელი ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი "ჰარმონია" გახდა.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი - თერჯოლა - ანსამბლი "მასპინძელო";
მეორე ადგილი - ხარაგაული - ანსამბლი "ხარაგაული";
მესამე ადგილი - ბაღდათი - ანსამბლი "საირმე";
მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზი - საჩხერე - ანსამბლი "საპოვნელა";
ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის პრიზი - ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი " ზესტაფონი".
ღონისძიებას მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფი დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ.
ფესტივალი "სულიკო 2025", რომელიც ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის ხსოვნას ეძღვნება, ხალხური და ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებლების გამოსავლენად სოფელ ცხრაწყაროში ყოველწლიურად იმართება.