ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.


ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა დაბა შორაპანში, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, გიორგი მეგრელიშვილისა და ზაზა გაჩეჩილაძის სახელობის მემორიალი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო.

სასულიერო პირებმა, აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, პანაშვიდი გადაიხადეს.

სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.