ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თასზე" მოასპარეზე სპორტსმენები დააჯილდოვეს



სპორტული ფესტივალში იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.

კალათბურთის ტურნირის გამარჯვებულები 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის, ზესტაფონის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები გახდნენ. დელეგატის თასი გადაეცათ მოყვარულ კალათბურთელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან.

სპორტული ფესტივალის გამარჯვებული და დელეგატის თასის მფლობელი მინი ფეხბურთში ბაღდათის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდი გახდა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. გამარჯვებულები საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და იმერეთის მუნიციპალიტეტის მერებმა დააჯილდოვეს.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სპორტული ფესტივალი შედგა და ის საუკეთესო პრაქტიკაა მუნიციპალიტეტებს შორის მეტი კომუნიკაციისთვის, მჭიდრო კავშირებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის.