ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლას ..
2025-09-25
ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულები და საქართველოს წითელი ჯვრის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა ხანდაზმულებს მადლობა გადაუხადა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მისი განცხადებით, „ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ღირსეული სიბერისთვის ყველა საჭიროებების გათვალისწინება სახელმწიფოსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“.
ღონისძიების ფარგლებში, მერიისა და წითელი ჯვრის ერთობლივი სოციალური აქციის შედეგად, ხანდაზმულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.