ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

საქართველოს კულტურის სამინისტროს და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში მაია ბარათაშვილის მასტერკლასი და კონცერტი - "შემოქმედებითი აქცენტები" გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჰქონდათ ექსპერიმენტის შესაძლებლობა მუსიკალურ ინსტრუმენტებთან. კონცერტების სერიაში მონაწილეობას ცნობილი მუსიკოსი გიორგი რაქვიაშვილიც იღებს. პროექტი დაფინანსებულია სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მიერ და მისი მიზანია მუსიკის სფეროში, კერძოდ ჯაზის მიმართულებით, მოსწავლე - ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.