ზესტაფონის მერია სპორტის სხვადასხვა სახეობებშ..
2025-11-14
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამ..
2025-11-13
ზესტაფონის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია ..
2025-11-12
ზესტაფონის მერია სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაციას ახორციელებს
რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით 100 - ზე მეტი სახლის სახურავს ჩაუტარდება. მიმდინარე სამუშაოებს ზესტაფონის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე, ზაზა ხვედელიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"მუნიციპალიტეტში მასშტაბური სოციალური პროექტი ხორციელდება სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. პროექტის ფარგლებში უკვე 25 საცხოვრებელი სახლის სახურავია აღდგენილი. ხელისუფლება ყოველთვს იდგა საკუთარი მოქალაქეების გვერდით და მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. რეაბილიტაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.