ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ეტლების გადაცემის პროცესში მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, ირმა გიორგაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან ერთად მონაწილეობდა.
"მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაციას აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება მუნიციპალიტეტში და ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ადამიანის დახმარება შევძელით", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ