ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი განიხილა

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მომავალ წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ისაუბრეს ასევე კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ, რაც ზესტაფონს უფრო განვითარებულ და წარმატებულ ქალაქად აქცევს.

მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტულ მიმართულებათა შორისაა ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება.

2026 წლის ბიუჯეტის განხილვას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ზაზა ხვედელიძე და ნინო ჭაბუკიანი ესწრებოდნენ.