ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერია წარმატებულ სპორტსმენთა წახალისებას აგრძელებს

სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდა. მერმა ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებს ღირსეული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ვახტანგ ღამბაშიძის განცხადებით მუნიციპალიტეტის მერია მათ ფულად ჯილდოს გადასცემს. სპორტსმენებთან შეხვედრას, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილ და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კაკოიშვილი ესწრებოდნენ.
"უნდა ვიამაყოთ, იმით, რომ ეს ახალგაზრდები, როგორც, საკუთარი ქალაქის, ისე, ქვეყნის სპორტულ ისტორიას ქმნიან. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათი მხარდამჭერი და გულშემატკივარი", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
წარმატებულ სპორტსმენთა შორის არიან:
ირაკლი ღონღაძე - მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი კარატეში ვეტერანთა შორის;
ბექა ბოგვერაძე - მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში 23 წლამდელთა შორის;
ანზორ წიწილაშვილი - მსოფლიო ჩემპიონი პარა-მკლავჭიდში;
ნიკოლოზ ყიფშიძე - ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი მკლავჭიდში 18 წლამდელთა შორის.