ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთ..
ძვირფასო ზესტაფონელებო
მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა- ახალი წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება.
2025 წელი ზესტაფონისთვის განვითარების, სტრატეგიული ცვლილებებისა და დიდი გამარჯვებების წელი იყო.
მიმდინარე წელი სავსე იყო როგორც გამოწვევებით, ასევე, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტებით.
მადლობა ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის და ყოველდღიური საქმიანობით ჩვენი ქალაქის გაძლიერებისთვის.
თქვენ ხართ ჩვენი ქალაქის მამოძრავებელი ძალა. სწორედ თქვენ ქმნით ზესტაფონის წარმატების ისტორიას. ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ და მუშაობენ, მეწარმეები, რომლებიც ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და საზოგადოება, რომელიც ერთმანეთის გვერდით დგას.
2026 წელს ერთად შევხვდეთ ახალი იმედებით, ახალი მიზნებითა და ახალი ენერგიით.
მომავალ წელს ჩვენი
ქალაქი იქნება უფრო ძლიერი, წარმატებული და მეტად განვითარებული.
შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებითა და
და სამოქმედო გეგმით, ჩვენ ერთად შევძლებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევას, რომლებიც თითოეული მოქალაქის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას.
ახალი წელი ყოფილიყოს მშვიდობით, სიყვარულით, ხვავითა და ბარაქით აღსავსე თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის.
ვახტანგ ღამბაშიძე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი