ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართა



ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილ სხვადასხვა თაობის ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდა პოპულარული ქართველი შემსრულებლებისთვის მოესმინა.

ახალი 2026 წლის შემობრძანება, მოქალაქეებს ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა მიულოცეს და ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვეს.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საახალწლო სოფელი, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა. მოეწყო გასტრონომიული კუთხე, საბავშვო გასართობი კუთხე,
ფოტო გადასაღები სივრცე.

საახალწლო გალა კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიება კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით გაიმართა.