ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
ძვირფასო ზესტაფონელებო..
2025-12-31
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთ..
2025-12-29
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცეს
შობა - ახალი წლის დღესაწაულები ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძემ, შსს-ს სახანძრო- სამაშველო, სასწრაფო დახმარების, სამშობიარო სახლის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების, მშვიდობის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მადლობა მათ ხალხის და ქვეყნის მსახურებისთვის", აღნიშნა ვახტან ღამბაშიძემ.