ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
2025-03-03
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
2025-03-02
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
2025-03-02
ზესტაფონში, ტაბაკინის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა
საზაფხულო ბანაკის გახსნას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდნენ. ვასილ გველესიანმა საზაფხულო ბანაკის წარმომადგენლებს სპორტული აქსესუარები და საკანცელარიო ნივთები გადასცა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, რომლებიც მოსწავლეებს აძლევენ შესაძლებლობას გაიღრმაონ ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და პიროვნული უნარ- ჩვევები.
საზაფხულო ბანაკში "ტაბაკინი 2024" 100 - მდე მოსწავლეა რეგისტრირებული, სადაც თითოეული დღე გაწერილია.
საზაფხულო ბანაკის პროგრამა მესამე წელია ხორციელდება სკოლის ბაზაზე და მისი მიზანია: აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა.