..
ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ..
იმერული ღვინის კონკურსზე გამარჯვებულ მეღვინეს..
ზესტაფონში ჯემალ მახათაძის სახელობის ტურნირი გაიმართა ჭადრაკში
საჭადრაკო ტურნირს მერვედ მასპინძლობდა ზესტაფონი, სადაც 180 - მდე მონაწილე იყო ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ჩემპიონატის ღია პირველობაზე გამოვლინდნენ საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები
I -ადგილი ბექა ახალაძე ( ქუთაისი)
II- ადგილი თამარ ესაძე ( ქუთაისი)
III- ადგილი საბა ალალიძე (ზესტაფონი)
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას ზესტაფონის მერიის წარმომადგენლებიც იღებნენ. ტურნირს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, გია გიორგაძე და საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ნანა იოსელიანი ესწრებოდნენ, რომლებმაც დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა.
"ჯემალ მახათაძის მემორიალი 2024" ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები. მედლები და სიგელები ტურნირის ყველა მონაწილემ მიიღო.
ტურნირის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მხარდაჭერა.
ჯემალ მახათაძე ზესტაფონის საჭადრაკო სკოლის დამსახურებული პედაგოგი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდას. ჯემალ მახათაძის სახელს არაერთი საჭადრაკო კომპოზიცია ეკუთვნის.