..
ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ..
იმერული ღვინის კონკურსზე გამარჯვებულ მეღვინეს..
პირველი სვირის რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 3000 - მდე ადგილობრივი შეძლებს
პირველ სვირში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა 3კმ - იან მონაკვეთზე ეწყობა, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 3000 - მდე ადამიანი სარგებლობს.
გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან, მუნიციპალიტეტის მერიის და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"სოფელ სვირის ცენტრალური გზა ადგილობრივებს, როგორც ქალაქთან, ასევე სოფლის სხვადასხვა უბნებთან აკავშირებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, 3000 - მდე ადამიანი მარტივად, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებს გადაადგილებას და სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებას", - ვასილ გველესიანი
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. გზის მოწყობაზე 1 239 106 ლარი იხარჯება. სატენდერო ვალდებულებით გზის აღდგენით სამუშაოებს შპს "ალპედე" აწარმოებს