ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ახალი ინვენტარით აღიჭურვა
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები 2024 - 2025 სასწავლო - სააღმზრდელო წლისათვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ინვენტარით აღიჭურვა.
ახალი ინვენტარი ქალაქის პირველ ბაღში ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილთან, საკრებულოსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მერი ასევე გაეცნო, საბავშვო ბაღის პერსონალთა სასწავლო- საკვალიფიკაციო გადამზადების პროცესს. სკოლამდლი განათლების სტანდარტთან შესაბამისობაში სასწავლო - საკვალიფიკაციო გადამზადებას საბავშვო ბაღების 100 - ზე მეტი თანამშრომელი გადის.
როგორც ვასილ გველესიანმა აღნიშნა, სკოლამდელ აღზრდის განათლება და ხელმისაწვდომობა, ყოველთვის იყო პრიორიტეტი, როგორც ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის