ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხრაწყაროს თეატრონზე ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართა



ფესტივალს ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე დაესწრო.

ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში მონაწილე ანსამბლებს და შემსრულებლებს ზესტაფონის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ ღამბაშიძემ ქორეოგრაფებს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.