ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
2024-11-04
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
2024-10-29
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის (დილიკაური, ბოსლევი, ზედა საქარა) ორგანიზებით სოფელ ბოსლევში დოღი გაიმართა
დოღში სხვადასხვა რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის 40 - ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრი 2 კილომეტრიან დისტანციაზე მიმდინარეობდა. გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, როგორც ჯიშიან, ასევე შერეული სისხლის ცხენებს შორის. მონაწილეთა შორის ყველაზე პატარა ასაკის წარმატებული ცხენოსანი ლუკა ცერცვაძე გახდა.
გამარჯვებულ მონაწილეებს ფულადი პრიზები, თასი, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
დოღის ჩატარების იდეა, სპორტის უძველესი სახეობის აღდგენას და მუნიციპალიტეტში მის ტრადიციად დამკვიდრებას უკავშირდება.