ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

შროშაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შროშაში იუსტიციის სახლის 122- ფილიალი გაიხსნა. ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ლაშა ლობჯანიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან, ვასილ გველესიანთან ერთად გახსნა.

შროშის იუსტიციის სახლი მოსახლეობას 500 - მდე სერვისს ერთ სივრცეში, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით. სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლები უზრუნველყოფს; 2028 წლისთვის მათი რიცხვი 133- მიაღწევს. რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტიმობილური იუსტიციის სახლი“.

შროშის იუსტიციის სახლის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.