ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Challenge 2024 ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის ჯილდო მიიღო
ღვინის კონკურსის დასკვნითი საღამო დღეს გაიმართა, სადაც გამარჯვებული მეღვინეობებისა და ღვინოების დაჯილდოება შედგა.
საერთაშორისო სტანდარტის შეფასების მიხედვით, 38 ღვინის მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი 100 იმერული ღვინიდან ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა :
1 - დიდი ოქრო, 16 - ოქრო, 29 - ვერცხლი და 2 სპეციალური პრიზი საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინოებისათვის.
ორი ოქროს ჯილდო მიიღო ღვინის მწარმოებელმა ზესტაფონიდან
„ჭური ჩინებული“
(კრახუნა-ცოლიკოური-ციცქა)
"ჭური ჩინებული" (ალადასტური)
ვერცხლის ჯილდო მიიღო - "იმერეთის მარგალიტი" (ციციცქა - ცოლიკოური - რქაწითელი - მწვანე)
იმერული ღვინის კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით.
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირება მოახდინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ღვინის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონკურსზე შესაძლებელი იყო 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინის წარმოდგენა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.
დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი, რომელმაც გამარჯვებული ღვინის მწარმოებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.