ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული..
2026-08-26
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინ..
2026-08-24
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით..
2026-08-18
ზესტაფონი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საახალწლო ღონისძიებები 15 :00 სთ - დან დაიწყება. ცენტრალურ მოედანზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დატვირთული საახალწლო პროგრამა ელოდებათ.
მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრების დარიგება.
17 : 00 საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ.
18 : 30 სთ - ზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.