ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
2025-03-03
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
2025-03-02
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
2025-03-02
სტიქიის ზონაში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონს, რომელსაც გადაუდებელი სასწრაფო - სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზებულია
ზესაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა განთიადში, რომელიც დიდთოვლობის გამო გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალბატონს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის საფარმა ორ მეტრამდე მიაღწია. მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო შეტყობინება, რომ სოფელ პატარა განთიადში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონს გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა. რეაგირება იყო მყისიერი, დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად გაიგზავნა სპეც ტექნიკა, თუმცა რთული რელიეფის გამო, დიდი მცდელობის მიუხედავად, ტექნიკამ დანიშნულების ადგილამდე გზის გაწმენდა ვერ შეძლო.
სამაშველო ოპერაცია გაგრძელდა მეორე დღეს. დამატებით იქნა მობილიზებული მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟში რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გაიწმინდა გზა, ქალბატონი კი რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სამაშველო ოპერაციაში იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ადგილზე იყვნენ მობილუზებული შსს და თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა.