ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
წუხელ, გვიან ღამით, ერთიანი ძალისხმევით, სტიქიის ზონიდან ჰოსპიტალიზებული ქალბატონი, რომელსაც გადაუდებელი სასწრაფო - სამედიცინო მომსახურეობა ესაჭიროებოდა, მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადის.
პაციენტს დაუდასტურდა იშემიური ინსულტი, ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები, ექიმების განმარტებით მდგომარეობა მძიმეა, თუმცა პაციენტი, ამ ეტაპზე, მეორე დონეზე გადაყვანას არ საჭიროებს. ის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კლინიკაში მყოფი ქალბატონი მუნიციპალიტეტის მერმა -ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -ირმა გიორგაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილზე გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ხანდაზმული ქალბატონი კლინიკაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა განთიადიდან (პატარა სამება) გადაიყვანეს, რომელიც დიდთოვლობის გამო გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
სამაშველო ოპერაციაში შსს სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო ჩართული.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი -ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე -ვახტანგ ღამბაშიძე, პარლამენტის წევრი -ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.