ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ზესტაფონელი ქორეოგრაფები - გარსევან მემანიშვილი და მურად ბაკურაძე საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობდა. ღონისძიება იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. დაჯილდოებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები იღებდნენ.
ღონისძიების მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.