ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
ზესტაფონში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოეს
მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით მუნიციპალიტეტის მერმა -ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ -ირმა გიორგაძემ დააჯილდოეს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის წევრი თორნიკე ბერეკაშვილი და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა.