ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვასილ გველესიანმა, სოფელ ზოვრეთში, რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი დაათვალიერა.


პროექტის ფარგლებში გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო. საუბნო გზა ორ სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, ასევე - მოსახლეობა მიმდებარე სოფლებსაც უკავშირდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 207 112 ლარი გამოიყო.