ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული..
2026-08-26
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინ..
2026-08-24
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით..
2026-08-18
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და ,,ქართული ლიგის" გუნდის ორგანიზებით, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის ჩემპიონატი ჩატარდა.
ღონისძიება ზესტაფონის N მე-4 საჯარო სკოლის მიერ ინიცირებული პროექტის - "მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, კრეატიული ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 8 სკოლა იღებდა.
ჩემპიონატის გამარჯვებული მეორე სვირის N 1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
მეორე და მესამე ადგილები სოფელ არგვეთის და სოფელ პირველი სვირის გუნდებმა გადაინაწილეს.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.